გაფორმების წესები :

საერთო

ყველა ამანათისთვის ფორმდება დეკლარაცია “Goods Declaration” და ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც შემდგომ გამოიყენება ამანათის ან ტვირთის გადასამოწმებლად. ამანათს დეკლარირების დროს უნდა მიუთითოთ მაგ. : “კაბა” , “ფეხსაცმელი” , “მაისური”, “კოსმეტიკა” და მიუთითოთ რაოდენობა, სავარაუდო მითითება როგორც ” მეორადი ნივთები” ან ” ტანსაცმელი” დეკლარირების დროს აკრძალულია. ასევე, გასაფორმებლად საჭიროა მიმღების მისამართი, სახელი და ტელეფონის ნომერი იმისთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ ამანათის მიწოდებამდე. თუ ამანათი გამოგზავნილია საქველმოქმედო ორგანიზაციის ან ინტერნატის და ბავშვთა სახლის სახელზე, ანდა სხვა იურიდიული პირის სახელზე, უმჯობესია (როგოც ზედნადებში, ასევე ამანათზეც ) მითითებული იყოს იურიდიული პირის მისამართი და მიმღების სახელი

Moldova

 მოლდოვეთში ნებადართილია ერთ მიმღებზე ერთი ამანათის გაგზავნა . ამანათის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ევროს ან 320 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც გზავნილში არსებული ნივთების საფასურს ასევე ტრანსპორტირების ღირებულებას. არ უნდა იკვეთებოდეს რომ გზავნილი გამოგზავნილია კომერციული დანიშნულებისთვის. ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ამანათი დაექვემდებარება განბაჟებას
მოლდოვეთში ამანათების მიწოდება ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე პრიდნესტროვიეს ტერიტორიაზე (მაქსიმალური წონა პრიდნესტროვიეს ტერიტორიაზეა 30 კგ.). ტორასპოლში, ბენდერაში, გრიგორიოპოლში, დუბოსაარაში, კამენკაში, რიბნიცაში და სლობოდზელიაში გასაგზავნი ამანათები გადის დამატებით პრიდნესტროვიას საბაჟო კონტროლს და გაიცემა მომხმარებლებზე საფოსტო განყოფილებებში წონის გადაკონტროლებით.

Ukraine

 უკრაინაში ნებადართილია ერთ მიმღებზე ერთი ამანათის გაგზავნა. ამანათის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 ევროს ან 110 აშშ დოლარს. არ უნდა იკვეთებოდეს, რომ გზავნილი გამოგზავნილია კომერციული დანიშნულებისთვის. ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ამანათი დაექვემდებარება განბაჟებას.

Philippines

ფილიპინებში ნებადართილია ერთ მიმღებზე ერთი ამანათის გაგზავნა. არ უნდა იკვეთებოდეს, რომ გზავნილი გამოგზავნილია კომერციული დანიშნულებისთვის.

ჩვენ არ ვახდენთ მიწოდებას რეგიონებში, სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

ყუთი 45*45* 68-70 აშშ დოლარი

Georgia

 საქართველოში ნებადართილია ერთ მიმღებზე ერთი ამანათის გაგზავნა. ამანათის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს და 30 კილოგრამს. ასევე, არ უნდა იკვეთებოდეს კომერციული დანიშნულება. ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ამანათი დაექვემდებარებს განბაჟებას

კავშირზე ვართ

+97297882000 
inf2@norocexpress.com

სამუშაო საათები

კვირა - პარასკევი. 9:00 საათიდან 21:00 საათამდე
შაბათი არის შვებულება

ჩვენი ფილიალები

ხადეკელი 19 , ნევე იამინ

პინსკერ 15 ნეტანია

© All rights reserved to Norocexpress LTD

დაგვიკავშირდით

1 + 14 =

Call Now Button